LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს

128
1

ორთვიანი მცდელობის შემდეგ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს – საკრებულოს პარტია “საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია უხელმძღვანელებს.

ადგილობრივი გამოცემა livepress.ge-ის ინფორმაციით, კენჭისყრაში 15 დეპუტატი მონაწილეობდა, თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.

სალიას მხარი დაუჭირა საკრებულოს 14-მა დეპუტატმა, 1 ბიულეტენი კი გაბათილდა.

შეგახსენებთ, წალენჯიხის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად დღეს მეექვსედ შეიკრიბნენ.

წალენჯიხის მსგავსად, ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს ჩხოროწყუს საკრებულოსაც.

სალიას არჩევის შემდეგ პარტია “საქართველოში” ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას სთავაზობენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს:

“დღეს წალენჯიხის საკრებულოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ და თავმჯდომარედ არჩეული იქნა ჩვენი პარტიის წარმომადგენელი კორნელი სალია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენელს.

ამასთან, კომისიების ფორმირებისთვის მოვუწოდებთ როგორც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საკრებულოს ერთობლივ მართვაში და თანაბრად აიღონ პასუხისმგებლობა წალენჯიხაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაშე”, – განაცხადა სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g