LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან – თორნიკე რიჟვაძე

91
Capture

აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში პედაგოგთა 50%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია, საკოორდინაციო საბჭო კი აცრილთათვის წამახალისებელ ღონისძიებებზე მსჯელობს.

„მთავრობა მუშაობას იმაზე, რომ იყოს დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ, მოქალაქეთა პასუხისმგებლობასთან ერთად ეს იმუნიტეტის გამომუშავებას აცრის საფუძველზე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აჭარაში უკვე ვაქცინირებულია პედაგოგთა 50%-ზე მეტი და იმედი მაქვს, სხვა სფეროს წარმომადგენლებიც ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან ვაქცინაციაში.

ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც წახალისების კუთხით იყოს კონკრეტული ღონისძიებები და იყოს ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე. ამიტომ, წამახალისებელი ღონისძიებები დღის წესრიგში დგას და კიდევ უფრო მეტი იქნება შემდეგი თვიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ “ქრონიკის” ეთერში.

“საკმაოდ სერიოზული თანხა იქნება” – გამყრელიძის ინფორმაციით, აცრილებს შესაძლებლობა ექნებათ ლატარიაში ფული მოიგონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები