LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელი შედეგი უმოკლეს დროში – ბრენდან ფრეიზერი ძველ ფორმას უბრუნდება

174
page

ყველას კარგად გვახსოვს „მუმიას“ ვარსკვლავი, ათლეტური და მამაკაცური ბრენდან ფრეიზერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კინოეკრანებიდან გაქრა, როგორც ინსაიდერები აცხადებენ, ამის მიზეზი წონაში მატება იყო.

მიმდინარე წელს მან მიიღო როლი, რომლისთვისაც კიდევ უფრო მეტად უნდა მოემატებინა წონაში და ბრენდანმა ამას თავი შესანიშნავად გაართვა. უახლეს ფილმს,  სახელწოდებით „ვეშაპი“ დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ.

ბრენდან ფრეიზერი ახალი როლისთვის 272 კგ გახდა – მსახიობის შოკისმომგვრელი გარდასახვა

ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრენდანს „მუმიაში“ დაბრუნება სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. სულ ცოტა ხნის წინ კი მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და ის მართლაც საკმაოდაა შეცვლილი. აშკარაა მისი წონაში კლების ტენდენცია. 53 წლის ფრეიზერს შავი, კლასიკური კოსტიუმი ეცვა, მის „ლუქს“ კი მხედველობის სათვალე ასრულებდა.

გარდაქმნა დაიწყო! – ბრენდან ფრეზერი „მუმიას“ დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

დიდი გამოწვევა – ბრენდან ფრეიზერი მზად არის „მუმიას“ დაუბრუნდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები