LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წავალ იქ და გამოვიწვევ სასაუბროდ – ლიზ ტრასი „დიდი ოცეულის“ ფარგლებში პუტინთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს

68
BeFunky-collage (7)

„მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს და გამოვიწვიო სასაუბროდ ისეთი დიდი ქვეყნების მონაწილეობით, როგორიცაა ინდოეთი და ინდონეზია”, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ლიზ ტრასიმ განაცხადა სატელევიზიო დებატების დროს, რა დროსაც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის კანდიდატებს ჰკითხეს, დასხდებიან თუ არა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გვერდით “დიდი ოცეულის“ სამიტზე, რაზედაც ტრასმა უპასუხა, რომ ის პუტინს გამოიწვევს.

“წავალ იქ და გამოვიწვევ მას სასაუბროდ, – თქვა ტრასმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატებმა განაცხადეს, რომ პუტინთან სასაუბროდ არ დასხდებიან, ყოველ შემთხვევაში, არსებულ პირობებში.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორთა პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერობისთვის ბრძოლას საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც უერთდება.

ლიზ ტრასი ბორის ჯონსონის მთავრობაში საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა უკრაინის ომის პირობებში, რა დროსაც მას პოპულარობა მოუტანა კრემლის კრიტიკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g