LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წავიდა, გამიფრინდა. არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო” – ირაკლი ოქრუაშვილი შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

2020
BeFunky Collage

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. პოლიტიკოსი წერს, რომ შვილი სასწავლებლად საფრანგეთში გააცილა.

ოქრუაშვილი შვილს რამდენიმე რჩევა-დარიგებასაც აძლევს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“აეროპორტამდე მივაცილე მხოლოდ, თან ვერ გავყევი. ხვალ პარიზში სწავლა ეწყება და მარტოს მოუწევს გზის გაკვალა სრულიად უცხო გარემოში.
წავიდა, გამიფრინდა. არადა სულ მინდოდა პატარა ყოფილიყო. ჩემი ცხოვრების წესიდან და პრობლემებიდან გამომდინარე ვერ დავტკბი მისი პატარაობით, ისე გაიზარდა თვალსა და ხელს შუა.
ხან სამსახურში მაკითხავდა, ხან პარიზის ციხეში სულ პატარა, ხან თბილისის. ეგეც გამოწვევაა მისი გონებისთვის, რომელიც უფრო გააძლიერებს.
ჩემზე გამოცდილი მასწავლებელი ალბათ არ ეყოლება და რამდენიმე რჩევა გავატანე:
– იმეგობრე მხოლოდ ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაცას ისწავლი და რომლებსაც ცხოვრებაში რაიმის შექმნის მიზანი გააჩნიათ;
– არ იმეგობრო მათთან ვინც წარსულით ცხოვრობს და აწმყოზე მოსთქვამს;
– არ დატკბე შექმნილით, მხოლოდ ისიამოვნე, რადგან ახლის შექმნაში ხელი შეგეშლება;
– გაეცი მინიმუმ იმდენი, რის ფასადაც მადლიერებას მიიღებ;
– ცხოვრებამ არასდროს გაგაბოროტოს;
– ოჯახზე ძვირფასს ვერაფერს შექმნი;
– პრობლემას რომელსაც ვერ გადაჭრი მისი მოგვარება დროს მიანდე;
– პირად მტერს მხოლოდ მოთმინებით აჯობებ, ქვეყნის მტერს კი ბრძოლით და მოკავშირეებით;
– შიში და სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი ცოდვაა და ამ მხრივ არასდროს შესცოდო;
– იაზროვნე ანგლო-საქსივით, იშრომე გერმანელივით, ქვეყანა გიყვარდეს ფრანგივით და დაიცავი ებრაელივით,”-წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები