LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წეღან გოგომ ლობიანები ჩამოარიგა შუა გმირთა მოედანზე, აქეთ გამოვედი და ასეთი ტაქსები დამხვდა – კადრები აქციიდან

667
Untitled design (55)

სოციალურ ქსელში გმირთა მოედანთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრაციიდან უამრავი ფოტო და ვიდეო ვრცელდება.

ბლოგერი და ლექტორი გურამ შეროზია აქვეყნებს ტაქსის ფოტოს, რომელიც აქციის მონაწილეებს უფასო გადაადგილებას სთავაზობს.

„წეღან გოგომ ლობიანები ჩამოარაგა შუა გმირთა მოედანზე. აქეთ გამოვედი და ასეთი ტაქსები დამხვდა“, – წერს გურამ შეროზია.

ტაქსებს აქვს წარწერა:

„ჩვენ სახლში წაგიყვანთ, შენ სახლში წაგვიყვანე“.

მოცეკვავე თეა დარჩია კი იმ ახალგაზრდების ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს პიცას სთავაზობენ.