LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელიწადში მხოლოდ ერთხელ: 6 იდეა დაბადების დღის აღსანიშნავად

102
5

ყოველ წელს დგება დღე, როდესაც ყურადღების ცენტრში ვექცევით, ყველა გვილოცავს, სასიამოვნო სურვილებს გვისურვებს და საჩუქრებს გვჩუქნის. და ჩვენ გვჯერა, რომ ეს თარიღი განსაკუთრებული უნდა იყოს, რამეთუ ცხოვრება ძალიან მოკლეა და ბედნიერი მოგონებების დაგროვებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ამ სტატიაში თავმოყრილია რამდენიმე იდეა, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად გამოგადგებათ, თანაც ეს იდეები სხვადასხვა ბიუჯეტსა და სტუმრების რაოდენობაზეა გათვლილი.

1. ფერების კარნავალი

მოაწყეთ წვეულება, სადაც სტუმრები სასურველ პერსონაჟებად გადაქცევას შეძლებენ. მეგობრებს შორის აზარტის გასაღვივებლად საუკეთესო კოსტუმის კონკურსი გამოაცხადეთ, ამ შემთხვევაში დრეს-კოდს არავინ დაარღვევს. ფანტაზიას ფართო გასაქანი მიეცით და ეს საღამო თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

2. ნომერი ორისთვის

წარმოიდგინეთ, რომ ტურისტი ხართ და სასტუმროში ნომერს ჯავშნით ერთი ღამით, სადაც თქვენს პარტნიორთან ერთად წახვალთ, რომანტიულ საღამოს გაატარებთ. ანდაც თუკი ეს გეგმა არ მოგწონთ, სასტუმროში მეგობრებთან ერთად წადით, შეუკვეთეთ საჭმელი, ბევრი დალიეთ, იცინეთ და იმხიარულეთ.

3. ერთი სიყვარული

ვინ თქვა, რომ მარტოობაში გატარებული დაბადების დღე ცუდია? სინამდვილეში თქვენ ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად გაატარებთ, ერთადერთთან ვინც სიხარულსა თუ მწუხარებაში ყოველთვის თქვენთანაა. ამიტომ, უბრალოდ კითხეთ თქვენს თავს, რა გსურთ? იქნებ დიდი ხანია ოცნებობთ ძვირადღირებულ ბეჭედზე და ახლა საუკეთესო დროა მის საყიდლად, განსაკუთრებულ საჩუქარს ნამდვილად იმსახურებთ!

4. ღვინო

მიუძღვენით თქვენი დაბადების დღე მეღვინეობას, მოაწყეთ საღამო სადაც ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ და უგემრიელეს დეგუსტაციასაც მოაწყობთ. როგორც წესი, ასეთ მასტერკლასებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა ხოლმე, რაც დაუვიწყარ საღამოს გაჩუქებთ.

5. ფოტოგრაფის ოცნება
სამახსოვრო ფოტოსესიის მოსაწყობად თქვენს დაბადების დღეზე უკეთეს დროს ვერ იპოვით. ეს შესაძლოა იყოს ემოციური კადრები ან იმ სტილის მორგება, რომელზეც უკვე დიდი ხანია ფიქრობთ. მთავარია, კარგად შეარჩიოთ ფოტოგრაფი – რათა მან თქვენი შინაგანი სამყარო სწორად აღიქვას. ასევე შეგიძლიათ მეგობრებსაც დაუძახოთ და ფოტოსესიაში მონაწილეობა მათაც მიიღონ.

6. თერაპია სხეულისა და სულისთვის
ჩვენ ყველანი გიჟურ რიტმში ვცხოვრობთ და მოდუნებისთვის დროის პოვნა აუცილებელიც კია. აღნიშნეთ თქვენი დაბადების დღე სპა-ცენტრში, გაიკეთეთ მასაჟი, შეიარეთ საუნაში. გაიკეთეთ ნიღბები, ვარცხნილობა და ყველაფერი რასაც კი შემოგთავაზებენ. ერთი დღით მაინც თავი ნამდვილ მონარქად იგრძენით. ამის შემდეგ თქვენი ცხოვრების ახალ წელს განახლებული ენერგიებით შეუდგებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები