LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა

103
10p-nasilie-1212-d-850

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი 6-თვიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას ასაჯაროვებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი წლის ექვს თვეში 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა, 3000-ზე მეტ ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. შემაკავებელი ორდერების დარღვევის სტატისტიკა, დაახლოებით სამი პროცენტია.
აღნიშნული მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულებში მომართვიანობა გაზრდილია – პასუხისგებაში 96 პირი იმყოფება. გასულ წელს გარყვნილ ქმედებაზე პასუხისგებაში 8 პირი მიეცა, წელს კი 28.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობის მაჩვენებელიც გაზრდილია. საბანაძის თქმით, ძალადობის რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის სისტემა დაინერგა, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის საშუალებას იძლევა.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შსს-ში კოორდინატორის სამსახური შეიქმნა, რომელიც საგამოძიებო პროცესში დაზარალებულის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

magti 5g