LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა – ვახტანგ ლომჯარია

89

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, 2018 წელს ცხოველთა მიმართ ადამიანების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან სამი ფატალურად დასრულდა.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შვიდი შემთხვევიდან ძაღლების ნაწილს ადამიანებმა დაზიანებები პისტოლეტით, თოფით, კისტის თოფითა და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით მიაყენეს, რაზეც შსს-მ საქმეც აღძრა, თუმცა დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები მომხდარის გამო, უწყებისთვის ჯერ უცნობია.

ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, წელს დედაქალაქში ცხოველთა მიმართ ნაკლებად სასტიკი, მაგრამ ცხოველებისთვის ტრავმის მიმყენებელი კიდევ 784 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა ნაწილიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე მოდის.

ლომჯარია ცხოველთა მიმართ განხორციელებულ სისასტიკეზე საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა ხშირად განათლებისა და ინფორმაციის არარსებობაშია.

ასევე მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც მერიამ და საკრებულომ მოამზადეს და რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პირველივე შემთხვევაში მოქალაქეს საპატიმრო სასჯელი ერთი წლით დაეკისრება, ხოლო არასრულწლოვნის შემთხვევაში კი, მშობელი 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას გადაიხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g