ბუქმეკერები 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარ კანდიდატად ლიონელ მესის მიიჩნევენ. აქამდე ბუქმეკერებს უპირველეს კანდიდატად კრიშტიანო რონალდო მიაჩნდათ, თუმცა კოეფიციენტები შეიცვალა.
საბუქმეკერო ფირმა ”მარათონის” კოეფიციენტი ლეო მესის მიერ ”ოქროს ბურთის” მოგებაზე 2.37-ა. მეორე ადგილს ნეიმარი იკავებს (2.40), კრიშტიანო რონალდოს კოეფიციენტი კი 8.00-ს შეადგენს. მსგავსი კოეფიციენტი აქვს ასევე „სიტის“ ბელგიელ კევინ დე ბრიუინს.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, მათი შანსები ასეა შეფასებული:
ჰარი კეინი – 13.00
კილიან მბაპე – 26.00
სერხიო აგუერო, ედენ აზარი, მოჰამედ სალაჰი, ანტუან გრიზმანი – 29.00