LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ქართული ღვინის გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებენ

39

მიმდინარე წლის 18 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 35.3 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 57%-ით მეტია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ წელს პროგნოზი ისეთია, ღვინის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.

„ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდიდან ყველაზე მეტი გაყიდვა, 2014 წელს დაფიქსირდა და დაახლოებით, 60 მილიონ ბოთლამდე იყო. ჩვენი პროგნოზით, ამ მონაცემებს წლევანდელი შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება და ვფიქრობთ, 70 მილიონ ბოთლს მიუახლოვდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები