LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს ქვეყანაში 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა – გიორგი კვირიკაშვილი

97

პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 40 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. კვირკაშვილის თქმით, ამ დინამიკში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. მინდა, მადლობა გადავუხადო მისიას მხარდაჭერისთვის, მისიის ყველა თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელს – ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, რომლის დახმარებაც ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უმნიშვნელოვანესი, ფისკალური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, ქვეყნის სუვერენული გაჯანსაღების კუთხით და რა თქმა უნდა, საგადასახადო ბალანსის გაჯანსაღების კუთხით.

„საქონლის ექსპორტი პირველ სამ თვეში 28%-ით გაიზარდა, ტურიზმიდან შემოსავალიც 28%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილები 20%-ით. ეს პოზიტიური დინამიკა აისახა საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდში არის კარგი. ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ჩვენგან მიდის პარლამენტში, კარგი გამოხატულებაა კოორდინაციის,“ – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g