LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს რეკორდულად ცხელი ზაფხული გვექნება: მსოფლიოს ახალი თავსატეხი უჩნდება

214
Capture

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის ზაფხულის სეზონი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იყოს ისტორიაში. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მთავარი ამოცანა ახლა რეკორდულად ცხელ ამინდში ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მომზადებაა ისე, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკმა არ მოიმატოს.

სინოპტიკოსები, ჯანმო-ს ექსპერტებთან ერთად, ამზადებენ სახელმძღვანელოს, სადაც მითითებული იქნება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადგილობრივი ხელისუფლება, ექიმები, რეკორდული სიცხის დროს. სახელმძღვანელოს ამოცანა ასევე ცხელი კვირების დროს ადამიანში ვირუსული ტემპერატურის, გადახურებისგან განსხვავების შესწავლა და იმის გარკვევაა, ვრცელდება თუ არა “კოვიდ 19” კონდიცირების სისტემებით.

“2020 წელი დაკვირვების ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება. საჭირო იქნება ადაპტირებული სტრატეგია. მაგალითად, აქამდე არსებული ისეთი ზომები სიცხესთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, როგორიცაა: ცხელი სახლების დატოვება უფრო გრილი, კონდინციონერიანი საჯარო სივრცეებისთვის, სახლში ვიზიტები იმ ადამიანებთან, ვისაც გადაადგილება უჭირს და მზის დაკვრის ნიშნებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება – შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და პროტოკოლებთან, რომლებიც COVID 19-ის გადაცემის შემცირებისკენაა მიმართული,” – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.

ჩვეულებრივ, სიცხის დროს, რეკომენდირებულია საზოგადოებრივი სივრცეებში ჰაერის გაგრილება, თუმცა, “კოვიდ 19”-ის პანდემიის პირობებში, ეს უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგება.

მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით საშიშია ჩვილების და ხანდაზმულებისთვის, ასევე გულის, ფილტვების და თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის. 2003 წელს, ევროპაში, ძლიერი სიცხის გამო, ერთ სეზონზე 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

mazda magti 5g