LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს“ – მერია პროექტის ვადის ცვლილებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს 

214
წერეთლის გამზირი

თბილისის მერია უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და სამი თვით გადაიწია.

მერიის განცხადების თანახმად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაციის „ფლანგვის დეტექტორი“ და მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ვადა შეიცვალა და გადაიწია სამი თვით.

კალაძე: „ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან.. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.. ბოდიში დისკომფორტისთვის“

მერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო“ და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

თბილისის მერიას არ შეუცვლია პროექტის განხორციელების ვადები, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g