შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.