“დღეს მე ახალგაზრდა ხალხისთვის მესიჯი მაქვს – თქვენ არ ხართ უძლეველები,”- ასე მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა პრესკონფერენციიაზე ახალგაზრდებს. როგორც ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად მთავარია სოლიდარობა ქვეყნებს შორის, თუმცა, ასევე ასაკობრივ ჯგუფებს შორის.
ცხოვრება არ ჩერდება: ბოლო 24 საათში იტალიაში 700-ზე მეტი ახალი სიცოცხლე გაჩნდა
“თქვენ არ ხართ უძლეველები, ამ ვირუსს შეუძლია საავადმყოფოში კვირების განმავლობაში მოგახვედროთ ან მოგკლათ კიდეც. იმ შემთვევაში, თუ ავად არ გახდებით, არჩევანს, თუ სად წახვალთ, ვიღაცისთვის, შესაძლოა, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის სხვაობა მოიტანოს”.
მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.გამოჯანმრთელებულია 93 509.
Young people are not invincible from #COVID19. The #coronavirus could put you in hospital for weeks, or even kill you. Even if you don’t get sick, the choices you make about where you go could be the difference between life and death for someone else. https://t.co/fOK1OkINbK pic.twitter.com/KDpVKxw5bB
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) March 20, 2020