LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წინ ზამთარია, ვისაც შეუძლია ყველა ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც მართლა ძალიან უჭირს” – მოქალაქეების ინიციატივით თბილისში უფასო სასადილო გაიხსნა, სადაც კეთილი ადამიანები საკუთარი ხარჯებით აპურებენ გაჭირვებულ ადამიანებს

46
shutterstock_1111675565

მოქალაქეების ინიციატივით თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო სასადილო გაიხსნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსთაველის მეტროს უკან ძალიან კარგმა ადამიანებმა, გახსნეს უფასო სასადილო (არა-სახელმწიფო) და საკუთარი ხარჯებით აპურებენ გაჭირვებულ ადამიანებს.

წინ ზამთარია, ვისაც შეუძლია თითო კგ. ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული შეგიძლიათ მიიტანოთ და ყველა ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც მართლა ძალიან უჭირს. (სჭირდებათ ჭურჭელიც.)

რუსთაველის მეტროს უკან, მაკდონალდსის გვერდით, ზანდუკელის 2. სოციალური სასადილო მუშაობს 8-დან 19 საათამდე, შაბათ- კვირის გარდა. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 577-727-729 მიშა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g