LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინა შემოსვლისგან განსხვავებით, ახლა “სინოფარმისა” და “სინოვაკის” თითო ფლაკონში არის აცრის ორი დოზა: გამყრელიძე

197
ამირან გამყრელიძე

საქართველოში ჩინური ვაქცინების “სინოვაკისა” და “სინოფარმის” მილიონი დოზა შემოვიდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ფლაკონები 2-დოზიანია და თითო ფლაკონში აცრის ორი დოზაა:

“შემოსულია ვაქცინის მილიონი დოზა, ნახევარი მილიონი გახლავთ “სინოფარმი” და ნახევარი სინოვაკი. წინა შემოსვლისგან განსხვავებით, ეს გახლავთ 2-დოზიანი ფლაკონები, ანუ თითო ფლაკონში არის აცრის 2 დოზა.

დანარჩენი ყველაფერი იგივეა. მოგეხსენებათ, ეს გლახავთ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა, რომლის გამოყენების გამოცდილება ქვეყანას მაისის დასაწყისიდან უკვე აქვს.” – თქვა გამყრელიძემ.

მან აღნიშნული ვაქცინებით აცრილთა სტატისტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ:

“დღევანდელი მონაცემებით, ადმინისტრირებულია “სინოფარმის” 90 000-მდე ვაქცინა და ამ ვაქცინით სრულად აცრილია 43 757 მოქალაქე.

ასევე ადმინისტრირებულია 65 923 დოზა “სინოვაკი” და აღნიშნული ვაქცინით სრულად აცრილია 23 335 მოქალაქე.” – თქვა გამყრელიძემ.

ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია და 5 ივლისიდან ვიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები