LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება

46

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება. თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 528 უბანი.

საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 53.56 % (151 899 ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.21% (48796 ხმა); “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 8.94% (25 355 ხმა); “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.49% (15 578 ხმა).

თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g