LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად, დაახლოებით 350 ათასი ადამიანი უნდა აიცრას – ამირან გამყრელიძე

78
2D630376-A868-4275-A817-80912B2C7B93_cx6_cy0_cw94_w1023_r1_s

წითელას ვირუსით წელს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წითელას ვირუსით წელს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, შარშან და წლის დასაწყისში კი გარდაცვალების სამი ფაქტი დაფიქსირდა. სამივე შემთხვევაში ბავშვი აუცრელი იყო.

„ბოლო შემთხვევა იყო წითელასა და სხვა ინფექციის შეუღლებული შემთხვევა. ბავშვი დეკემბრის შუა რიცხვებში დაავადდა და სამწუხაროდ, ამ წლის დასაწყისში გარდაიცვალა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, წელს წითელას დაახლოებით 2 180-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

პოპულარულები