LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წითელი ღვინო და სუფთა ჰაერი“ – 103 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა

106
Screenshot 2025-07-15 104231

103 წლის ბრიტანელმა ქალმა განაცხადა, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო წითელი ღვინოა. ამის შესახებ გამოცემა Harborough Mail წერს.

მარჯერი ჯეიკობსი, ქალაქ ჰარბოროს მკვიდრი, 1922 წლის 1 ივნისს დაიბადა და ხუთი და-ძმიდან ყველაზე პატარაა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ერთ-ერთ ოფისში დამხმარედ მუშაობდა. მარჯერის ჰყავს ორი შვილი, ორი შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი.

ღრმა სიბერემდე მარჯერი დამოუკიდებლად ცხოვრობდა და მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში, 102 წლის ასაკში გადაბარგდა მოხუცებულთა სახლში. ის დღემდე სიამოვნებით ატარებს დროს ბაღში და ინტერესდება ლიტერატურითა და პოეზიით.

მისი დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახმა და მოხუცებულთა სახლის თანამშრომლებმა ბუშტებითა და ტორტით ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. როცა მარჯერი ჯეიკობსს ჰკითხეს, როგორ მოახერხა ასეთი ასაკის მიღწევა, მისი მთავარი რჩევა ასეთი იყო, რომ არასოდეს დაკარგონ სიმხნევე და მიირთვან წითელი ღვინო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის პოზიტიური განწყობა გქონდეთ და სხვებზე იმაზე მეტად ზრუნავდეთ, ვიდრე საკუთარ თავზე. და კიდევ — მეტი წითელი ღვინო და სუფთა ჰაერი!“ — განაცხადა მარჯერიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები