„კანის კინოფესტივალის” ორგანიზატორებმა 2025 წლიდან, წითელი ხალიჩის ცერემონიებისთვის ახალი დრესკოდის წესები შემოიღეს. ცვლილებების მიხედვით, აკრძალული იქნება ზედმეტად გამჭვირვალე, შიშველი, ზედმეტად გამომწვევი და გადაჭარბებულად მოცულობითი სამოსი.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კინოფესტივალის სტილისა და ესთეტიკის შენარჩუნებას კლასიკური ელეგანტურობის ფარგლებში. ორგანიზატორების განცხადებით, წითელი ხალიჩა კვლავ უნდა ასახავდეს კინოხელოვნებისა და დახვეწილი მოდის შერწყმას.
„გადაწყვეტილების მიზანი, არა ჩაცმულობის რეგულირება, არამედ სიშიშვლის სრული აკრძალვაა ხალიჩაზე, რომელიც იქნება ფესტივალის ინსტიტუციური და საფრანგეთის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისი“, – განაცხადა ფესტივალის წარმომადგენელმა, გამოცემა Variety-თან.
„მგონი ადგილი შეეშალა“ – ირინა შეიკი „კანის კინოფესტივალზე“ ნახევრად შიშველი „ლუქებით“ მივიდა

