მცხეთის მუნიციპალიტეტში წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის 6.4კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან სრულდება.
წიწამური – საგურამო – ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან და თბილისთან, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან.
პროექტით გათვალისწინებულია, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
