LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air გაფართოებას განაგრძობს – ავიაკომპანია წელს მე-10 ბაზას ხსნის

121
95488f379671e5ab02aba1ffe512f99e-XL

პანდემიის მიუხედავად, დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ევროპაში გაფართოებას განაგრძობს და 2020 წელს, რიგით მე-10 ბაზას იტალიის ქალაქ კატანიაში ხსნის.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია კატანიიდან ევროპის 5 მიმართულებით იფრენს. ინფორმაციას ვებგვერდი Aerotime. გამოცემის ცნობით, ჯამში, ეს იქნება Wizz Air-ის 36-ე ბაზა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში Wizz Air საკმაოდ აქტიურია. ავიაკომპანიამ ახალი ბაზები გახსნა დორტმუნდში, ლონდონში,  სანქტ-პეტერბურგში… გარდა ამისა, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ოპერირებას იწყებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული Wizz Air-ის შვილობილი კომპანია Wizz Air Abu Dhabi. ცნობისთვის, Wizz Air Abu Dhabi-ს პირველი ბაზირებული Airbus A321neo აბუ-დაბიში რამდენიმე დღის წინ უკვე დაეშვა.

რაც შეეხება საქართველოს, შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ, კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g