LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ი ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენას წყვეტს

173
Wizz Air

Wizz Air-მა, არასაკმარისი მოთხოვნის გამო, ქუთაისი-კოპენჰაგენის რეისის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

უნგრულმა ავიაკომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„კოპენჰაგენის მიმართულებით მოთხოვნა არ იყო საკმარისად მაღალი, რის გამოც რეისების შეჩერება გადავწყვიტეთ. მიუხედავად ამისა, საქართველო ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრად რჩება და აქ ინვესტირებას ვაგრძელებთ. 2025 წელს უფრო მეტი ფრენა, მეტი მიმართულება და მეტი შესაძლებლობა გველოდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირები”.

ცნობისთვის, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ბოლო ფრენა 2 მარტსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g