LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ი ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით იფრინეს

110
Wizz Air

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება.

ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის საჰაერო ხაზზე უნგრული ავიაკომპანია ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან შეასრულებს. სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, Wizz Air-ი ვენეციიდან ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს შეუდგება.

დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 23 მიმართულებით, კვირაში, დაახლოებით, 72 სიხშირით ოპერირებს. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 1 075 585 მგზავრი გადაიყვანა და ამ შედეგით საავიაციო ბაზრის ლიდერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g