LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს

45

რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა – ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, – ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება. Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ ქუთაისიდან ფრენების დაწყებიდან ერთი წლის თავზე მგზავრთნაკადის გასამმაგებიდან გამომდინარე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები