პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის ჩანაწერს ეხმიანება, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
პაპუაშვილის განცხადებით, „წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრების და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს“.
“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო…Posted by შალვა პაპუაშვილი • Shalva Papuashvili on Wednesday, December 28, 2022