LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე, თბილისის აეროპორტი პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის მხოლოდ 40%-ს დაიბრუნებს

34
186385636-3837403903023708-4971240299515828524-n (1)

2021 წლის ბოლომდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის დაახლოებით 40%-ის დაბრუნებას პროგნოზირებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-ი უკვე დაიბრუნა.

„ავიანიუსის“ ცნობითვე, ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) აეროპორტმა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 55%-ი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 ზაფხულში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ჯამში 640,333 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 მლნ 166 ათას 681 მგზავრს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g