„პრაიმშოუს“ წამყვანებმა ერთმანეთი სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებად დაასახელეს და ერთმანეთს საჩუქრებიც გადასცეს.
ნოე სულაბერიძეს წლის მაწანწალას ნომინაცია ერგო,
ყველაზე დისციპლინირებულ ადამიანად ნინი ბადურაშვილი დასახელდა,
წლის ტკივილგამაყუჩებლის ტიტული ანრი ჯოხაძეს ერგო,
წლის დაუოკებელი ადამიანი სალომე ღვინიაშვილი გახდა,
წლის საერთაშორისო სახალხო მკურნალად კი ნინო ნადირაძე დასახელდა.
ირაკლი მაქაცარიას კი წლის დამუხტული ადამიანის ტიტული ერგო.