LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის მსოფლიო ავტომობილი“ ელექტრონული კროსოვერი გახდა

138
hyundaii

ყოველწლიური კონკურსის „წლის მსოფლიო ავტომობილის“ 2022 წლის შედეგები ცნობილია. მთავარ ნომინაციაში გამარჯვება ელექტრონულმა Hyundai Ioniq 5_მა მოიპოვა, მოდელმა პირველი ადგილი ცოტა ხნის წინ გერმანიის ანალოგიურ კონკურსშიც დაიკავა.

გარდა ამისა, კორეული კროსოვერი დამატებით ორი პრესტიჟული კატეგორიის ლაურეატიც გახდა. წელს ყველაზე მეტი ნომინაცია ელემენტიანმა მოდელებმა მოიპოვეს.

კატეგორიაში „წლის მსოფლიო ავტომობილი“ Ioniq 5-ის კონკურენტი Ford Mustang Mach-E და Kia Ev6 იყო, რომელიც მეორე ადგილს დასჯერდა. გამარჯვებულმა 815 ქულა მოაგროვა, დანარჩენმა პრიზიორებმა კი – 808 და 773 ქულები.

ელემენტიანი Hyundai ასევე „წლის საუკეთესო ელექტროქარადაც“ აღიარეს. ამ ნომინაციაში კროსოვერის კონკურენტები Audi e-tron Gt და Mercedes-Benz EQS გახდნენ.  Ioniq 5-მა მესამე ტიტული კატეგორიაში „საუკეთესო დიზაინი“ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები Audi e-tron-მა და Kia Ev6-მა გაინაწილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები