LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენი მოდრიჩია: სპორტულმა პრესამ ასე გადაწყვიტა

89
D2K_xpOXQAEnF2N

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

მამაკაცებს შორის საუკეთესოდ მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მიიჩნიეს, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.

მან 419 ქულა მოაგროვა და ჩოგბურთელებს – ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო.

ქალებს შორის საუკეთესო სპორტსმენად ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი დაასახელეს.
მან 427 ქულა აიღო. სამეულში შევიდნენ სნოუბორდისტი და მოთხილამურე ესტერ ლედეცკა (335) და ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი (331).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები