LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ყველაზე მისტიკური ფილმის თრეილერი უკვე ინტერნეტშია (ვიდეო)

278

ინტერნეტში გამოჩნდა პოლ ჰოპკინსის გახმაურებული რომანის, „გოგონა მატარებელში“ ეკრანიზაციის პირველი თრეილერი. ფილმში მთავრ როლებს ემილი ბლანტი, რებეკა ფერგიუსონი, ჯასტინ ტერუ, ედგარ რამირესი და ლორა პრეპონი ასრულებენ.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, რეიჩელი, რომლის როლსაც ემილი ბლანტი ასრულებს, ალკოჰოლიკია და  მეუღლეს შორდება. ყოველდღიურად ის ლონდონის მიმართულებით მატარებლით მგზავრობს და შეყვარებულ წყვილს ხედავს. ქალი საკუთარი ფანტაზიით ქმნის იდეალური წყვილის სიყვარულის ისტორიას, თუმცა ერთ დღეს დაინახავს, რომ მისი ისტორიის გმირი სხვა მამაკაცს კოცნის. მეორე დღეს კი იგებს, რომ ქალი უჩინარდება. თავად რეიჩელი კი ალკოჰოლზე  დამოკიდებულების გამო პოლიციისთვის სანდო მოწმე არ არის. ფილმის პრემიერა ოქტომბერშია დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g