LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ყველაზე უხერხული ვიდეო: Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა

8090
page

ბოსტონში გამართულ Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT-კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა. კონცერტის დროს ეკრანზე შემთხვევით გავიდა კადრები, რომელშიც ამერიკული კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი და კადრების განყოფილების უფროსი ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი საყურადღებო ფაქტი, ბაირონს ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებიც იმ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

კადრები პირდაპირ ეთერში გავიდა, ხოლო Coldplay-ის ფრონტმენმა, კრის მარტინმა, წყვილს ხუმრობით მიმართა:

„ოჰ, ან მათ ფარული რომანი აქვთ, ან ძალიან მორცხვები არიან“.

ამ დროს ენდი ბაირონი ჩაიკუზა და დაიმალა, ხოლო ქალმა სხვა მხარეს გაიხედა და კადრიდან გავიდა.

მედიაში წერენ, რომ ბაირონის მეუღლე, უკვე განქორწინების დოკუმენტებს ამზადებს.

დოჟა ქეთი, ჯეი ბალვინი, Tems, Coldplay – ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენება მუსიკალურად გაფორმდა

დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის დაშორების მიზეზი ცნობილია – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები