LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონაში დაკლება სიამოვნებაა – როგორ გავხდეთ უმტკივნეულოდ

236

ხშირად ჩვენ მხოლოდ კერძის ეკზოტიკური სახელის, ეტიკეტის, სასიამოვნო გარემოს, ყვავილების, სანთლების და რომანტიკული ატმოსფეროს გავლენით მივირთმევთ. შეიძლება თუ არა ასეთ პირობებში წონის დაკლება შეუმჩნევლად და საკუთარი თავისთვის უმტკივნეულოდ? – შეიძლება! – თვლის დენ ბიუტნერი, რომელიც იაპონიის კუნძულების მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლისუნარიანობას მასშტაბური პროექტის ფარგლებში იკვლევს.

ზედმეტ კილოგრამებთან ტრადიციული ბრძოლის მეთოდი, რა თქმა უნდა, დიეტაა. თუმცა, არცერთი ჯანმრთელი იაპონელი არ მიმართავს დიეტას და არ იტანჯება ზედმეტი კილოგრამებით. როგორც ცნობილია, სხეულის მასის 10 %-ით შემცირება ხელს უწყობს წნევის და ქოლესტერინის კლებას, რაც თავის მხრივ ამცირებს გულის დაავადებების განვითარების რისკს. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, როცა ჩვენ ძალიან შორს ვცხოვრობთ იაპონიის არქიპელაგისგან და აბსოლუტურად მოკლებული ვართ ამ ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს.

პრინციპში რადიკალური ცვლილებები არც ჩვენ გვჭირდება. სიცოცხლისუნარიან იაპონელებს, სამწუხაროდ არასდროს გაუსინჯავთ მარინადში ჩადებული საკვები და ფასტფუდი, ნაკლებად მიირთმევენ ხორცსაც. მსგავს ცდუნებებთან ბრძოლა არც ისე რთულია, თუ გაითვალისწინებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას. პირველ რიგში, რაც შეიძლება შორს დამალეთ ტკბილეული, შეიძინეთ მცირე ზომის თეფშები, მაქსიმალურად ხშირად შეხვდით მეგობრებს და ოჯახის წევრებს, თუმცა გაუმასპინძლდით მათ მხოლოდ ბოსტნეულისა და პარკოსანი მცენარეების კერძებით.

”მე აღარ ვარ მშიერი”

ამერიკელების უმეტესობა მანამდე მიირთმევს სანამ ბოლომდე არ დანაყრდება, ოკინავას მობინადრეები კი, ზუსტად მაშინ ანებებენ თავს ჭამას, როცა შიმშილის გრძნობას იკმაყოფილებენ. თუ როდისმე გაგიმართლებთ და სადილზე ასაკოვან ოკინაველს შეხვდებით,  აუცილებლად გაიგებთ, ტრაპეზის დაწყების წინ, როგორ ამბობს უცნაურ სიტყვებს: ”ჰარა ჰატი ბუ”, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ღირს ბოლომდე დანაყრება. ასე რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ამერიკულ ”მე მაძღარი ვარ” და იაპონურ ”მე აღარ ვარ მშიერი” შორის.

ყოველ ჩვენგანს თავისი ფიქსირებული ზღვარი აქვს ანუ ვიცით კალორიების ის რაოდენობა, რომლის მიღების უფლებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს და არ ვიმატებთ წონაში. ჩატარებული ექსპერიმენტების გათვალისწინებით, ადამიანს თავისუფლად შეუძლია მივირთვას 20%-ით მეტი ან ნაკლები ისე, რომ ვერც შევამჩნევს. თუმცა, სწორედ ეს 20%-იანი სხვაობა თამაშობს გადამწყვეტ როლს წონის მომატებასა ან კლებაში.

ნუ მოითხოვთ დამატებას

ის ვინც მაგიდასთთან დაჯდომამდე წინასწარ იმზადებს ზედმეტ საკვებს, სინამდვილეში 14%-ით ნაკლებს ჭამს, ვიდრე ის ვინც სადილს პატარა პორციებით იწყებს, შემდეგ კი, რამდენჯერმე ითხოვს დამატებას.

გამოიყენეთ ოპტიკური ეფექტი

შეიძინეთ მცირე ზომის თეფშები, ვიწრო ჭიქები  და თქვენ ძალიან მალე შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივზე ნაკლებს მიირთმევთ. რაც შეიძლება შორს შეინახეთ ორცხობილას ყუთები, მარმელადის ქილები და სხვა ტკბილეული. საჭმელი ყოველთვის მუქი ფერის კონტეინერში შეინახეთ, რათა ვიზუალურად ის უფრო მასიური გახდეს. ათქვიფეთ კოქტეილი მანამდე, სანამ არ მოიმატებს მისი მოცულობა და ნურასდროს შეიძენთ სოუსსა და სპაგეტის დიდ შეკვრებში.

ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე

დაუფიქრებელი ჭამისკენ და აქედან გამომდინარე ზედმეტი საკვების მიღების ყველაზე მოკლე გზა – ერთდროულად ჭამა და კიდევ სხვა რამის კეთებაა. მაგალითად, ტელევიზორის ყურება, წიგნის კითხვა ან ელექტრონული წერილის წერა. თუ გადაწყვიტეთ ჭამა, მაშინ კეთილი ინებეთ და სრული სერიოზულობით მოეკიდოთ ამ საკითხს. რაც მთავარია, ასე უკეთ იგრძნობთ საკვების გემოს და შეძლებთ შეჩერდეთ მაშინ, როცა გაგიქრებათ შიმშილის გრძნობა.

მიირთვით ნელა და კომფორტულად მჯდარმა

ბევრ ჩვენგანს წესად აქვს ქცეული ქუჩაში, ავტომობილში ან კიდევ უკეთესი მაცივრის წინ ჭამა. სწორედ ამის გამო ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ რას და რამდენს ვჭამთ. დაუწესეთ საკუთარ თავს ახალი წესი – მიირთვათ მხოლოდ მაგიდასთან დამჯდარმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია აბსოლუტური კონცენტრირება საჭმელზე, განურჩევლად ყველაფრის შთანთქვა ხელს უწყობს გადამეტებულ კვებას.

მიირთვით ადრე

”ცისფერ ზონებში” ანუ იქ, სადაც ბიუტნერის აზრით ყველაზე ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი მოსახლეობაა, სადილს როგორც წესი დღის პირველ ნახევარში მიირთმევენ. ნიქოას, ოკინავას და სარდინიის მობინადრეები შუადღისას სადილობენ, კალიფორნიის ”ლომა-ლინდას” მოსახლეობისთვის კი, ყველაზე მძიმე საკვების მიღების დრო – საუზმეა. დღის მეორე ნახევარში ”ცისფერი ზონის” მაცხოვრებლები მხოლოდ მსუბუქი საკვებით კმაყოფილდებიან.

შეიყვარეთ ბოსტნეული

მიირთვით ყოველდღე 4 – 6 პორცია ბოსტნეული და თავი შეიკავეთ ხორცის მიღებისგან. ”ცისფერი ზონის” მოსახლეობა ხორცს ძალიან იშვიათად ჭამს, რაც მეტწილად მათი სიღარიბითაა გამოწვეული. მათ დიეტას თუ გაითვალისწინებთ, მოგიწევთ მხოლოდ კვირაში ორჯერ დაკმაყოფილდეთ ხორცის კერძებით და ისიც მცირე პორციებით.

მიირთვით პარკოსანი მცენარეები

პარკოსანი მცენარეები ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებაა. ლობიო და ბრინჯი კი, ”ცისფერი ზონის” მოსახლეობის საყვარელი საკვები, რომელიც მათი რწმენით ყველაზე ”კეთილი” და უვნებელი საჭმელია.

მოაწყვეთ ხილისა და ბოსტნეულის გამოფენა

სამზარეულოში, მაგიდის ცენტრში დადგით ლამაზი თასი ხილით. ხილის ქვეშ მოათავსეთ პატარა წერილი სიტყვებით: ”არ დაგავიწყდეს ჩემი შევსება” და ყოველთვის გაითვალისწინეთ საკუთარი დაწერილი.

აჩუქეთ საკუთარ თავს ”ბედნიერი საათი”

შეიძინეთ ერთი ყუთი კარგი წითელი ღვინო. მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან მიირთვით ერთი ბოკალი ღვინო და ნაკლებკალორიული თხილი. სარდინიაზე ღვინოს ყოველი ტრაპეზის წინ ან მეგობრებთან შეხვედრის დროს სვამენ, ოკინავაზე დიდებიც და პატარებიც საკეს მიირთმევენ. მთავარი კი, მაინც ზომიერება და ნებისყოფაა, რომელიც არ მარტო ღვინის, არამედ საკვების მიღების დროსაც უნდა დაიცვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g