LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წონაში მომატებული და მელოტი მეთიუ მაკკონაჰი პაპარაცების ობიექტივში (ფოტოები)

186

გასულ უქმეებზე მეთიუ მაკკონაჰი ნიუ-იორკში ფილმის „ოქრო“ გადაღებების დროს პაპარაცებმა შეამჩნიეს. ფილმში მსახიობი კენი უელსს თამაშობს. იმისათვის, რომ თავის პერსონაჟთან მაქსიმალურად დაახლოებულიყო, გრიმიორებს დიდი შრომა დასჭირდათ: გაუკეთეს სიმელოტის დიდი იმიტაცია, „დაუგრძელეს“ თმა, ჩაუსვეს პროთეზი, რამაც კბილების ფორმა შეუცვალა. ამას გარდა, მსახიობმა მკვეთრად მოიმატა წონაში – სპეციალურად შედგენილი დიეტის წყალობით.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ოქრო“ 1993 წელს მომხდარ სკანდალს გვიყვება, როდესაც კენი უელსმა ინდონეზიის ჯუნგლებში ოქროს უმსხვილეს საბადოს მიაკვლია, რომლის მოპოვებისთვისაც გრანდიოზული გეგმა შეიმუშავა.

ფილმის რეჟისორი ოსკაროსანი სტივენ გეიგანია. პრემიერის თარიღი არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ფილმში “დალასის მყიდველთა კლუბი” შესრულებული როლისთვის მეთიუ მაკკონაჰის დაახლოებით 30 კილოგრამის დაკლება მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები