LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი ჩარკვიანს – უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით – ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი

1925
BEB6045F-9E06-477C-9F0C-9C91A68A346D

„თქვენ უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით – ჩემი მამა ზოგიერთი გარდაცვლილი მამისგან განსხვავებით დასაფლავებულია სვანეთში, მის მიერვე აგებული ეკლესიის ეზოში და ყველა ვინც მის საფლავთან ჩაივლის, ამბობს, რომ ეს კაცი ამ ადგილას, ამ საფლავში წოლას იმსახურებს, – ჩემი მშობელი საფლავშიც ღირსეულია და მასთან დაკავშირებით არც ამვლელი ამბობს აქ რატომ მარხიაო და არც ჩამვლელი“, – ამ განცხადებით კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მიმართა.

წულუკიანმა ჩარკვიანის მისამართით ისიც განაცხადა , რომ ერთი შეურაცხადი დეპუტატი გასამხიარულებლად ყველა პარლამენტში საჭიროა და აღნიშნა, რომ ჩარკვიანი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც არავითარი პოლიტიკური მომავალი არა აქვს.

„ქალბატონო თაკო, მგონია, რომ თქვენგან განსხვავებით ღირსება მაქვს! მე თქვენს მშობლებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. თქვენს გარდაცვლილ მამას – დიდ ქართველ პოეტს. დიდი პატივს ვცემ თქვენს დედას. არ ვიკადრებ, რომ თქვენს მშობლებს მივაყენო შეურაცხყოფა. თქვენ ქალბატონო თაკო კიდევ უფრო დიდი უღირსი საქციელი ჩაიდინეთ და ჩემს მშობლებს შეეხეთ, რომელთაგან ერთი გარდაცვლილია.

ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ, რუსთაველზე გადით, გაშალეთ ლეიბი და წამოკოტრიალდით – რატომ დაუპირისპირდა თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

ღიად მინდა გითხრათ, ჩემი მამა, ავთანდილ წულუკიანი ძალიან დიდი ქართველი ვაჟკაცი კაცი იყო. ის იყო კაცი, რომელიც თქვენი გარემოცვის ძალიან ბევრ კაცს ტოლს არ დაუდებდა. ის საფლავშიც კი სჯობია ძალიან ბევრს კაცს, თქვენს გარემოცვაში კაცი რომ ჰგონია თავი. ვგულისხმობ პოლიტიკურ გარემოცვას, თორემ ოჯახისადმი პატივისცემას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრმა საუბრის დასასრულს ოპოზიციონერ დეპუტატს ამ სიტყვებით მიმართა: – ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა! თუ ყველაფერი მითხარი, წადი და წამოწექით! თუ სხვებიც მოგიწვებიან გვერდით, შეგიძლიათ რუსთაველის გამზირი თავფეხშექცევით დაიკავოთ. კარგად ბრძანდებოდეთ – ლეიბი გაშლილია!

წულუკიანი ოპოზიციაზე: არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა – ეს იყო შეცდომა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g