LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

289
გიორგი გახარია და თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას უსმენენ.

გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ დემონსტრაციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ.

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“

გიორგი გახარია: „ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ“

აღნიშნულით მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.

ამავე კონტექსტში კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა და თქვა:

„მგონი, თქვენ ტყუით ბატონო გიორგი. სწორედ იმ ჩემი ვიცე-პრემიერობის პოზიციიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თქვენ, ჩვენდა ყველას სამწუხაროდ, მაკო გომურის და სხვა დასახიჩრებული პირების სამწუხაროდ, ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არც ერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი, ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“. – მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

„მადლობა, რომ მობრძანდით, როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი“ – თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა

„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g