LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი გახარიაზე: არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული, გულისტკივილს იწვევს, როგორ შეიძლება, დიდი პოლიტიკური პედესტალიდან ადამიანი თავისი ნებით ჩამოცურდეს და დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი

213
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

გახარიაზე სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ, გულისტკივილს იწვევს, როგორ შეიძლება, დიდი პოლიტიკური პედესტალიდან ადამიანი თავისი ნებით ჩამოცურდეს და დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

გახარია: ივანიშვილის გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი.. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე, რაც უნდა მოხდეს, ამ ვალს დავაბრუნებ

„ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს, ხომ ხედავთ, სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გახარია: ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“

კობახიძე: „ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი – ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები