„ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ანუ ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით კობახიძე გამოეხმაურა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, სადაც მან თქვა: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობაში“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის.“
ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.
გახარია: ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“
„გახარია არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი მის მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
