LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველ მოსამართლეს უნდა ვურტყათ წიხლები? ეს ძალიან არ მომწონს

78
თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პასუხისგებაში მიცემული პირის დაკავება, დაპატიმრების საკითხი, გასამართლების საკითხი, სასჯელის შერჩევის საკითხი რამდენად არის დროული თუ უდროო, ამას ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი წყვეტს და მას მოსამართლე ჰქვია.

ამ განცხადებით წულუკიანმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო.“

კულტურის მინისტრის თქმით, როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე.

ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე: სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა

„ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა.

როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე.

ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოსამართლე მოსამართლეა და მაინცდამაინც ქართველი მოსამართლე უნდა იყოს ის, ვისაც უნდა ვურტყათ წიხლები? მე ეს ძალიან არ მომწონს, არ მომწონდა ეს, როდესაც ვიყავი იქ, სადაც ვმსახურობდი რვა წელი, და რა თქმა უნდა, არ მომწონს ეს ახლა.

ჩვენ უნდა მივეჩვიოთ პოლიციელის პატივისცემას, მივეჩვიოთ პროკურორის პატივისცემას, და რა საკვირველია, მივეჩვიოთ იმას, რომელ თანამდებობაზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, მოსამართლე არის თავისუფალი. მას მხოლოდ ერთი ბატონი ჰყავს, ეს არის კანონი. ამას თუ არ მივეჩვევით, ვერ ავაშენებთ იმ სახელმწიფოს, რომლის აშენებაც ჩვენ ყველას მგონი, გვინდა.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g