LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი შვილზე: „თუ დიდხანს დარჩა ჩემ გარეშე, დამცინავი ხდება – „ქალბატონო თეა“ მეუბნება და ვხვდები, რომ გაბრაზებულია“

4403
267208947-437493254493820-5967166496351086740-n

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოსტ-ტვ-ის ეთერში ქალიშვილის, მერიკო კაკულიას შესახებ ისაუბრა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შვილთან მას მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი 42 წლის ასაკში შემეძინა, ეს ძალიან დიდი წყალობაა ღვთის. ამიტომ მგონია, რომ უფრო მარტივად შევძელი კარგი დედობა. 20-25 წლის ასაკში, მგონია, რომ საშინელი დედა ვიქნებოდი. არ მგონია, რომ ადრეულ ასაკში დედობისთვის მზად ვიქნებოდი. მეამაყება, რომ მიუხედავად ამ სამსახურისა, შევძელი მეგობრული ურთიერთობის დამყარება და კავშირის გაჩენა, რაც დედაშვილობასა და მშობლობაში ადრეული ასაკიდან არის უმნიშვნელოვანესი, რომ ზემდგომი იერარქივით კი არ ექცეოდე შვილს, არამედ იყო თანასწორი მეგობარი. ამავდროულად მნიშვნელოვანია მას გაუჩნდეს სურვილი, რომ მოგისმინოს.“

თეა წულუკიანი ქმარზე: “ყველაფერი აიტანო, რასაც ის იტანს, ძალიან რთულია, ვაღიარებ”

მგონია, რომ შეძლებისდაგვარად თვალს ვუსწორებ იმ დიდ ტვირთს, რასაც ჰქვია ღირსეული მშობლობა. ვატყობ, რომ თუ ზედმეტად დიდხანს დარჩა ჩემ გარეშე, დამცინავი ხდება ხოლმე. ამ ბოლო დროს დამცინავი ხმით მეუბნება: „ქალბატონო თეა“ და ვხვდები, რომ გაბრაზებულია“,-აღნიშნა წულუკიანმა პოსტ-ტვ-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g