უახლოესი 7 დღის მანძილზე საქართველოში უამინდობა იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 – 21 მაისს საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ამასთან, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 15 – 17 მაისს კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.