LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წვიმიანი ამინდი უნდა იყოს”- იაკობ ბრეგვაძე მზად არის მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში

5440
69514428-372421070354116-581348236107710464-n

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც ჩვენება არაერთხელ შეცვალა.

უწყბაში ცოტა ხნის წინ დასრულდა 18 ივნისის წვეულებაში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირის ნ.ხ-ს გამოკითხვა. საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვნის კუთვნილ ტელეფონში არსებული მიმოწერის მიზნით ჩატარდა.

საქმის მთავარი ფიგურანტის, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელსაც მედიაც დაესწრება.

ექსპერიმენტით ცნობილი უნდა გახდეს, სად იმალებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა ჩანდა ამ ადგილიდან.

ირმა ჭკადუა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მზად არის მიიღოს ექსპერიმენტში მონაწილეობა.

“მზად არის მიიღოს მონაწილეობა იმ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის შემოთავაზებას საგამოძიებო უწყებისგან მივიღეთ. თუმცა ჩვენი მოთხოვნა იყო ცალსახა, თუ ჩვენ გვინდა დავადგინოთ ჭეშმარიტება, მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ყველა ფაქტი იმისათვის, რომ აღდგენილი იყოს იმღამინდელი მოვლენები.

შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იაკობი რაღაცას მალავს, ეს ასე არ არის, იაკობისთვის ძალიან მძიმეა მოცემულობა, როდესაც მისი ტოლი, ძალიან პოზიტიური ადამიანი, რომელიც იმ საღამოს გაიცნო – ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა. მას ერიდება კიდეც იმ მესიჯების გასაჯაროება, რომელსაც მას წერენ და სადაც ყელის გამოჭრით ემუქრებიან,” – აღნიშნა ჭკადუამ, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩატარდება აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი.

“6 კაცი მისდევდა და მოკლეს, რა უნდა დავუმტკიცო…მტკიცებულებები გზაშია”- მირიან ნიკოლაძე

“ალბათ, ყველა ფიგურანტს ცალ-ცალკე გაიყვანენ, კოლექტიურად ეგ არ ხდება. არ ვიცი, ზუსტად როდის ჩატარდება ექსპერიმენტი. ეს რომ ჩატარდეს უნდა წვიმდეს, რადგან მაშინ წვიმიანი ამინდი იყო“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g