LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალბადის Hyundai უპილოტო კარაოკედ აქციეს

98

კომპანია Hyundai-მ წყალბადზე მომუშავე ქროსოვერი Nexo ავტონომიური მართვის სისტემით წარმოადგინა. ავტოპილოტის დემონსტრაციის ფარგლებში, მოდელმა, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილი კარაოკეთია აღჭურვილი, სეულიდან პხენჩხანამდე 190 კილომეტრი გაიარა.

გარბენის დროს, რამდენიმე წყალბადის ავტომობილი 100-110 კილომეტრ/საათი სიჩქარით უპილოტო რეჟიმში გადაადგილდებოდა. ყველა მათგანი ავტონომიური მართვის Level 4 სისტემით SAE-ს კლასიფიკაციით არის აღჭურვილი, რაც უმრავლეს საგზაო სიტუაციაში დამოუკიდებლად მართვას გულისხმობს, მაშინაც კი თუკი მძღოლის მხრიდან რეაქცია არ არის. ასევე, ავტომობილები 5G მობილური კავშირით არიან უზრუნველყოფილნი.

Hyundai-ის ავტოპილოტს შეუძლია მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაცია, შეინარჩუნოს მოძრაობისას სიჩქარე, შეიცვალოს მოძრაობის ზოლი, განახორციელოს გასწრება და განსაზღვროს ფასიანი ავტომაგისტრალების გადასახადი პუნქტების სიმაღლე და სიგანე.

კორეული ბრენდის სამოდელო რიგში სრულიად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ 2030 წელს გამოჩნდებიან.

Hyundai Nexo გასულ წელს გამოჩნდა, ის 163 ცხენის ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი. სვლის მარაგი კი 590 კილომეტრია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები