ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ არსებობს ვირუსის სიმპტომების შემამსუბუქებელი ბუნებრივი საშუალებები.
მიქელაძე მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს.
„ასეთ რჩევას მოგცემთ – წყალი, თაფლი და ლიმონი. ლიმონში არის C ვიტამინი, თაფლი კი როგორც წესი ხველას ხსნის. მერწმუნეთ, ხველის დროს უფრო ეფექტურია თაფლის მიღება…
ასეთ ნარევს ვნიშნავ ხოლმე ბავშვებთან – თაფლი ლიმონი ალოე და შესაბამისად უფრო უადვილებს ხველას. თუმცა 2 წლამდე ბავშვებში თაფლი უნდა შევზღუდოთ, რადგან ალერგია ან ბოტულინის ტოქსინი ავირიდოთ თავიდან“, – ამბობს მიქელაძე გადაცემაში.