LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალმომარაგების კუთხით რამდენიმე რეგიონში ვითარება კრიტიკულია – ეკატერინე გალდავა

231

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ეკატერინე გალდავამ პარლამენტის წევრებს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, შეაჯამა 2013-2018 წლების შედეგები და აღნიშნა, რომ მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ხელმისაწვდომობის კუთხით პრობლემები და გამოწვევები საკმაოდ აქტუალურია.

კომპანიის დირექტორმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მომავალი განვითარების გეგმის ახალ ეტაპებზე, მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიის შემუშავებაც დაასახელა.

კომპანიის დირექტორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ჩატარებული მასშტაბური სამუშაოებისა, რამდენიმე რეგიონში ვითარება საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ცენტრალურ წყალმომარაგებაზე წვდომა არა აქვს.

2013-2018 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით 70 -ზე მეტი პროექტი განხორციელდა. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს 43 პროექტი, რომლის შედეგად დამატებით 430 000 ადამიანი 24- საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, რამდენიმე რეგიონში ვითარება საკმაოდ კრიტიკულია. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ სამუშაოების მოცულობა და არეალი. 2019-2020 წლებში კომპანია, დამატებით 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს გეგმავს,” – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, ანგარიში სრულ ინფორმაციას მოიცავს გამოწვევების ობიექტური და სუბიექტური გარემოებებისა და მიზეზების დაძლევის რესურსისა და შესაძლებლობის შესახებ.

მოხსენების დასასრულს, კომპანიის დირექტორმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ეკატერინე გალდავამ წყალმომარგების კომპანის დირექტორის პოსტზე გიორგი კობერიძე მაისში შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g