LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყლის ფორმა“ ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე შემოსავლიანი „წლის ფილმია“

131

გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“, რომელმაც „ოსკარის“ მთავარ ნომინაციაში „წლის ფილმი“ გაიმარჯვა, ამ კატეგორიაში არსებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია ბოლო 5 წლის მანძილზე. ამას მოწმობს სტატისტიკა, რომელსაც გამოცემა The Hollywood Reporter აქვეყნებს.

ამ დროისთვის, ფილმმა შიდა კინოგაქირავებაში 57,4 მილიონი, ხოლო მსოფლიო კინოგაქირავებაში – 126,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შედარებისთვის, შარშანდელი გამარჯვებულის, „მთვარის შუქის“ საშინაო მონაცემებმა 22 მილიონი, ხოლო საგარეო მაჩვენებლმა 27 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ფილმში სალი ჰოკინსი, მაიკლ შნონი, რიჩარდ ჯენკინსი, ოქტავია სპენსერი და სხვა მსახიობები მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები