LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დღეს დროებით შეიზღუდება

74
წყნეთი ბეთანიის გზა

თბილისის მერის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დღეს დროებით შეიზღუდება. შეზღუდვის მიზეზი მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების წარმოებაა.

შეზღუდვა „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე დილის 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოქმედებს.

კახა კალაძის განცხადებით, შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება.

„წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე, მორიგი მონიტორინგის საფუძველზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო ღონისძიებები ხორციელდება. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამიტომ, ამ მონაკვეთში დროებით შევზღუდავთ გადაადგილებას, რათა მაქსიმალურად მოვასწროთ ყველა ტიპის სამუშაო ისე, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

magti 5g