LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყვილი დაქორწინდა და კარანტინის წესების დარღვევისთვის იმავე დღეს ციხეში მოხვდა

332
Без-имени-1

ჯვრისწერის ცერემონია ბოლომდე დასრულებული არც იყო, როცა ახალდაქორწინებულები მღვდელთან და 53 სტუმართან ერთად დააპატიმრეს. შემთხვევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ ემპანგენში მოხდა.

ეკლესიაში შეკრებილ მექორწილეებს თავზე პოლიცია დაადგა და საკარანტინო წესების დარღვევისა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შექმნისთვის ნეფე–დედოფალი დააკავა. წყვილმა საქორწინო ფიცის დადებიდან რამდენიმე წუთში თავი საკანში ამოყო. მალევე დააპატიმრეს მღვდელი და ცერემონიაზე დამსწრე 53 სტუმარი.

„პოლიცია და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები შემოცვივდნენ და ყველა დაგვაპატიმრეს“ – იხსენებს ერთ–ერთი სტუმარი.

ინციდენტის გადაღება თვითმხილველებმა შეძლეს. კადრში კარგად ჩანს, თუ როგორ გადაყავს შეიარაღებულ პოლიციას კოსტუმში გამოწყობილი სიძე და თეთრ კაბაში შემოსილი პატარძალი.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან 70 მილის დაშორებით კიდევ ერთი წყვილი დააპატიმრეს, დაქორწინება მათაც მკაცრი კარანტინის დროს სცადეს.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g